საქართველოს ბანკის შესახებ
საქართველოს ბანკი 1994 წლიდან ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და წარმატებული კომპანიაა, რომელსაც საბანკო მომსახურების სრულიად განსხვავებული ხელწერა აქვს და დღემდე ლიდერ პოზიციას იკავებს როგორც ფინანსური მაჩვენებლებით, ისე მოსახლეობის შეფასებით.
კომპანია 6 000-მდე თანამშრომელს აერთიანებს და მათი დახმარებით ქმნის მრავალფეროვან პროდუქტებსა თუ სერვისებს, რითაც დღეს 2 500 000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს.
ბიზნესკურსი
ბიზნესკურსი საქართველოს ბანკის შემეცნებით-საგანმანათლებლო პლატფორმაა, სადაც ბიზნესით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანი უფასოდ შეძლებს სხვადასხვა სასწავლო კურსის გავლას, მრავალფეროვანი ცოდნის მიღებასა და საჭირო გამოცდილების გაზიარებას, რაც თქვენი საქმიანობის მეტი წინსვლისა და განვითარების გარანტორი იქნება.
კურსს პროფესიონალი ლექტორები, კონსულტანტები, ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები უძღვებიან ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა − ფინანსები, ოპერაციები, ვაჭრობა, სტარტაპი თუ სხვა. აქვეა წარმოდგენილი ვიდეოგაკვეთილები, სხვადასხვა საკითხავი მასალა, პრეზენტაცია, დამატებითი ლიტერატურა და ყველაფერი, რაც ბიზნესზე გაინტერესებთ. საბოლოოდ კი გადმოგცემენ შესაბამის სერტიფიკატს.